მასაჩუსეტსში ამიერიდან 2-ზე მეტი ადამიანის ქორწინება დაშვებულია

  • edition.cnn.com
  • 3 ივლისი 13:15

მასაჩუსეტსის ქალაქ სომერვილში ძალაში შევიდა საკანონმდებლო ნორმა, რომლის მიხედვითაც პოლიმერიული ურთიერთობები ნებადართული გახდა - სომერვილის ქალაქის საბჭომ კენჭისყრა გუშინ, 2 ივნისს, გამართა.

კანცლერი ლანს დევისი CNN-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს კანონი პირველია მთელი ქვეყნის მასშტაბით.


ახალი კანონი უფლებას მისცემს იმ წყვილებს, რომლებიც არ იმყოფებიან ოფიციალურ ქორწინებაში, მოინახულონ კორონავირუსით ინფიცირებული პარტნიორები საავადმყოფოებში, აღნიშნავს დევისი. განკარგულებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ კანონით ადამიანებს ენიჭებათ უფლება, ქორწინებაში იმყოფებოდნენ არამხოლოდ ერთ, არამედ რამდენიმე პარტნიორთან. შესაბამისად, პარტნიორებს შეეძლებათ ერთმანეთის მონახულება საავადმყოფოში იმისდა მიუხედავად, ცხოვრობენ ერთად თუ - არა.


სომერსვილის გარდა პოლიმერიული ურთიერთობები დაკანონებული აქვთ ბოსტონსა და კემბრიჯსაც. მასაჩუსესტსი გახდა პირველი შტატი აშშ-ში, რომელმაც კანონიერად ცნო ერთნაირსქესიანთა ქორწინება 2004 წელს.


როგორც ქალაქის ხელისუფლება აცხადებს, აღნიშნულ კანონს მოსახლეობაში პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა.

სრული ვერსიის ნახვა edition.cnn.com