მილიარდერები, რომლებიც გაკოტრდნენ

  • newpost.ge
  • 20 ნოემბერი 18:28

გთავაზობთ 5 მილიარდერ ადამიანს, რომლებიც გაკოტრდნენ.

რამეშ ჩანდრა იყო ინდოელი ბიზნესმენი, რომელმაც თავისი ქონება დააგროვა უძრავი ქონების ინდუსტრიაში. მისი ბიზნესის ყველაზე წარმატებულ პერიოდში, მისი ქონება 9.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 2001 წელს მისი კომპანია გაეხვა ეროვნული ტელეკომის სკანდალში, რის გამოც მისი შვილი 2011 წელს დააკავეს. დაგროვილი დავალიანებისა და უზარმაზარი თანხების დეფიციტის გამო , რამეშ ჩანდრამ ქონება თითქმის სრულად დაკარგა და თავისი ბიზნეს იმპერიის აღდგენა დღემდე ვერ მოახერხა.



პატრიცია კლუჯი იყო დაქორწინებული მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანზე 1990 წელს, რომელიც 5 მილიარდი დოლარის მფლობელი იყო. განქორწინების შემდეგ, პატრიციამ მიიღო 1 მილიონი აშშ დოლარი უძრავი ქონების სააგენტოც. მან თავისი ფინანსები დააბანდა მეღვინეობაში, რა დროსაც 65 მილიონი დოლარის სესხი აიღო, რათა ათობით მდიდრული სახლი აეშენებინა, რაც მოგვიანებით აღმოჩნდა რომ ტრაგიკული შეცდომა იყო. 2008 წლის საერთაშორისო საბანკო კრიზისმა აიძულა პატრიცია თავისი ქონება გაეყიდა - კლუჟის ვენახის კომპანია კი დონალდ ტრამპმა შეისყიდა 6 მილიონ დოლარად.



ამერიკელი გამომგონებელი და მეწარმე, ელიზაბეტ ჰოლმსი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ქალი მილიარდერი 2015 წელს მას შემდეგ, რაც მან ჯანდაცვის ტექნოლოგიური კომპანია , ტერანოსი დააარსა, რომლის ქონება 9 მილიარდ დოლარად შეფასდა. ჰოლმსი 2015 წელს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა რიცხვში მოხვდა.


ელიზაბეტის ბიზნესმა კრახი განიცადა მას შემდეგ, რაც ფედერალურმა ბიურომ გამოძიება დაიწყო მისი კომპანიის კორუფციულ საქმიანობაზე - გამოძიების შედეგად დადგინდა რომ ინვესტორები შეცდომაში შეჰყავდათ ინოვაციური ე.წ "სისხლის შემოწმების ტექნოლოგიაში“ დიდი ფულის დაბანდების საკითხზე. ბრალდებების ფონზე, მილიარდერის მიმართ სანდოობა დაიკარგა საზოგადოებრივ წრეებში, რამაც უარყოფითად იმოქმედა მისი კომპანიის ფინანსურ მხარეზეც. FORBES-მა გადააფასა მისი როლი და ჰოლმსი შეფასდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე „იმედგამცრუებელი ლიდერი“. სამედიცინო ასოციაციების მოთხოვნის შესაბამისად მას აეკრძალა თავის კომპანიაში 2 წლის განმავლობაში ნებისმიერი თანამდებობის დაკავება.



რობერტ ალენ სტენფორდი ყოფილი მილიარდერი ფინანსისტია, რომელსაც 2009 წელს ფინანსური თაღლითობის მუხლით 110 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. იფი თავისი ფინანსური მომსახურების კომპანია, სტენფორდის ფინანსური ჯგუფის თავმჯდომარე იყო. მისი ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის, სტენფორდის საერთაშორისო ბანკის ხელმძღვანელობის განცხადებით, მისი აქტივები შეადგენდა 8,5 მილიარდ აშშ დოლარს და ჰყავდა 30 000 კლიენტი 136 სხვადასხვა ქვეყანაში.


2009 წელს აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინა, რომ სტენფორდი დამნაშავე იყო თაღლითობაში- 8 მილიარდი დოლარის ღირებულების მაღალშემოსავლიანი დეპოზიტები უკანონოდ გაყიდა. მილიარდერი 2009 წლის ივნისში დააპატიმრეს ფულის გათეთრების ბრალდებით.



ბრაზილიელმა ბიზნესმენმა, აიკ ბატისტამ 2 ათეულ წელიწადში სამთო მრეწველობითა და ნავთობის აღმომჩენი ინდუსტრიით 30 მილიარდი დოლარის ქონება დააგროვა 2011 წელს. ამ მონაცემებით იგი პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორის მე-8 ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა სამთო ინდუსტრიის უეცარი კოლაფსის გამო მისმა ბიზნესმა კრახი განიცადა.


2013 წელს ფორბსის ინფორმაციით, ბატისტამ 20 მილიარდი $ დაკარგა წლის განმავლობაში. ერთი წლის შემდეგ, მასობრივი დავალიანებების ფონზე, ბიზნესმენის პირადი ქონება 200 მილიონი დოლარიდან ნეგატიურ მაჩვენებლამდე დავიდა.


2017 წელს კი, ბრაზილიის სამართალდამცავმა უწყებებმა დააპატიმრეს აიკ ბატისტა 100 მილიონი დოლარის გათეთრების საქმეზე.



 

სრული ვერსიის ნახვა newpost.ge