როგორია გოგონას მდგომარეობა, რომელსაც შეყვარებულმა ბენზინი მიასხა?

  • imedinews.ge
  • 3 ივლისი 11:31

ცეცხლის წაკიდების დროს დაშავებული გოგოს მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტს სხეულის 37 პროცენტი აქვს დამწვარი და მკურნალობის კურსს დამწვრობის ცენტრში განაგრძობს. დამწვრობასთან ერთად, მან ძლიერი შოკი მიიღო.

მთავარი ექიმის განცხადებით, მიმდინარე კვირაში პაციენტს ჩაუტარდება კანის გადანერგვის ოპერაციები და მინიმუმ, ორ თვეს დაჰყოფს კლინიკაში.


ცნობისთვის თბილისში, დიდუბეში 24 წლის მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თანატოლ გოგოს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.


ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული შ.გ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.


დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge