თემურ თათარაშილი: 4 წლამდე ვერ ვლაპარაკობდი, ოთხი წლისამ კი გამართულად ვთქვი ეს წინადადება

  • 2 ივლისი 22:20

მომღერალ თემურ თათარაშილის თქმით, სიმღერის ნიჭი მას დედის მხრიდან აღმოაჩნდა. როგორც მან თოქ-შოუ პროფილში აღნიშნა, 4 წლამდე საერთოდ ვერ ლაპარაკობდა, ოთხი წლიდან კი ლაპარაკი და სიმღერა ერთდროულად დაიწყო.

„ლაპარაკი და სიმღერა ერთად დავიწყე, ეს ნიჭი დედის მხრიდან გამომყვა. 4 წლამდე საერთოდ ვერ ვლაპარაკობდი, ოჯახს მუნჯი ვეგონე. ერთ დღესაც, ჩემს დაბადების დღეზე დედამ შუადღეს დამაძინა და როდესაც გავიღვიძე, პირველად ვუთხარი ეს წინადედება - დედა მარინა მოვიდა? (მარინა ჩემი დეიდაშვილია). დედაჩემს ამის გაგონებაზე გული წაუვიდა. როგორც ჩანს, მანამდე, რასაც მიმღეროდნენ, ყველაფერს ვიმახსოვრებდი და ერთდროულდა დავიწყე ლაპარაკიც და სიმღერაც“,- ამბობს თემურ თათარაშვილი.