შაქარაშვილის გარდაცვალებიდან ორ დღეში იმავე აგარაკზე წვეულება კვლავ მოაწყეს

  • primetime.ge
  • 2 ივლისი 21:17

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, აგარაკზე, რომელიც გიორგი შაქარაშვილისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალებიდან ორ დღეში კვლავ სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა.

როგორც მეიჯარე „პრაიმტაიმს“ ექსკულუზიურად უყვება, იმ დროისთვის სამართალდამცველებს ადგილზე ყველა საგამოძიებო მოქმედება უკვე დასრულებული ჰქონდათ.


 თამარ გაგუნაშვილი, მეიჯარე:


- სტატუსი უნდა შემჩერებოდა?! დიახ, გავაქირავეთ, რადგან უკვე დაჯავშნილი და წინასწარ გადახდილი ჰქონდათ. გავაქირავეთ ორჯერ - 21-ში და 22-ში.


- რატომ მიაქირავეს აგარაკი მოზარდებსო – ასეთი კრიტიკაც გამოითქვა თქვენს მიმართ…


- ბავშვმა მითხრა, რომ დედამ იცისო. მითხრა, რომ ძალიან ახლო ადამიანები იქნებოდნენ მხოლოდ, დაახლოებით 10 კაცი. საღამოს 9-10 საათამდე აქ ვიყავით, ჩემი წასვლის შემდეგ რა მოხდა და ვინ შემოემატათ, ეგ უკვე არ ვიცი. ასეთ დროს, პრეტენზიულად მიცხადებენ ხოლმე, რომ ისინი არიან ზრდასრულები და აქვთ უფლება. რაც მე იქ ვიყავი, მე იქ რაიმე დაძაბულობა არ შემინიშნავს.

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge