კობაიძე შაქარაშვილის საქმეზე: „ვიღაცას სურვილი აქვს, რომ საქმეში დამნაშვეები არსებობდნენ“

  • 2 ივლისი 20:58

ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი მცხეთაში კონფლიქტში მონაწილე პირების შესარიგებლად ჩავიდა და მას გიორგი შაქარაშვითან შემხებლობა თითქმის არ ჰქონია.

„იქმნება ისეთი ფონი რომ ვღაცას შეგნებულად ან შეუგნებლად სურვილი აქვს რომ საქმეში არსებობდეს დამნაშვეები, რომლებსაც უშუალოდ შეხება ჰქონდა გარდაცვლილ შაქარაშვილთან. ვგულისხმობ მასზე ძალდობას. ჩემ დაცვის ქვეშ მყოფ პირს არჩილ გაგნიძეს არ ჰქონია არანაირი შეხება შაქარაშვითან, ნულია ამ საქმეში მისი მონაწიელობა. მას დაურეკეს არასრულწლოვანმა ადამიანებმა და ის უბრალოდ წამოვიდა დასახმარებლად, რომ შეერიგებინა ბავშები“, - განაცხადა კობაიძემ.


19 წლის გიორგი შაქარაშვილი მეგობრის წვეულების შემდეგ გაუჩინარდა. მისი ცხედარი  4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა 22 ივნისს იპოვეს.


შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. დაკავებულებს ედავებიან ხულიგნობას, დანაშაულის შეუტყობინებლობას, ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა რბევა, იარაღის გამოყენება, სახელმწიფო წარმომადგენლებისადმი წინააღმდეგობის გაწევა. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.