მასწავლებლები ბრალს არ აღიარებენ - ექსკურსიაზე დაღუპული 16 წლის მოზარდის საქმე

  • 2 ივლისი 17:58

ექსკურსიაზე დაღუპული 16 წლის მოზარდის საქმეზე პედაგოგები, რომლებსაც გულგრილობის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი წარუდგინა, ბრალს არ აღიარებენ.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დღეს იმსჯელა.


ბრალდების მხარე 5000-ლარიანი გირაოს მოითხოვდა, თუმცა, მაგისტრანტმა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რასაც პროკურატურა გაასაჩივრებს.