პრინცესა დიანა: საუკუნის ყველაზე მძიმე ეპიდემია ადამიანების ზედაპირულობა და გაუცხოებაა

  • fortuna.ge
  • 2 ივლისი 17:20

ბრიტანეთის ყველაზე ცნობილი ქალბატონის, პრინცესა დიანას ავტობიოგრაფიული წიგნი ბევრმა „სულის ყვირილად“ შეაფასა, რადგან საოცრად გულწრფელი მემუარები ტკივილითა და შინაგანი განცდებით  სვსე აღმოჩნდა.

გთავაზობთ პრინცესა დიანას ცნობილ ფრაზებს:


ძალიან მინდა, ვიყო თქვენი გულების პრინცესა, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენ საკუთარ თავს ამ ქვეყნის დედოფლად!


არ მინდა, ძვირფასი საჩუქრები, ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება, უბრალოდ მინდა, ვინმე არსებობდეს ჩემთვის, რომ ერთხელ მაინც მეც ვიგრძნო თავი უსაფრთხოდ და დაცულად.


შეუძლებელია, იყო ბედნიერი ქალი, თუ არ ხარ ბედნიერი საყვარელი.


ქორწინებაში სამნი ვიყავით, მე კი, ძალიან არ მიყვარს ბრბოსთან ცხოვრება.


გონების ფილოსოფიური წყობა – სინამდვილეში, სხვათა უბედურების სრულად შეგრძნების ხელოვნებაა.


ქალებისგან განსხვავებით, მამაკაცები იშვიათად იტყუებინ, მხოლოდ მაშინ, როცა საკუთარ გრძნობებზე უწევთ ლაპარაკი.


მამაკაცს მშობიარობა რომ უხდებოდეს, დარწმუნებული ვარ, ერთ ბავშვზე მეტს არ გააჩენდა.


არასდროს მიცხოვრია წესებით, რადგან ყოველთვის გულს და გონებას ვუსმენდი.


საუკუნის ყველაზე მძიმე ეპიდემია ადამიანების ზედაპირულობა და გაუცხოებაა.


ცხოვრება საკუთარ ნაჭუჭში მოსაბეზრებელია, მაგრამ ნაჭუჭის დატოვებაც ძალიან საშიშია.


ზოგჯერ ძალიან მშვიდად ხარ, თითქოს კომფორტულად, მაგრამ განგაშის გრძნობა არ გასვენებს, რადგან იცი, რომ რამდენიმე წუთში ნამდვილი კოშმარი მოხდება.


 


 

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge