„დავარტყი ერთხელ მეც ფეხი, ჩვენ მათ ვურტყამდით და ვცემდით ყველანი“ - შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

  • rustavi2.ge
  • 2 ივლისი 16:51

19 წლის ფეხბურთელის ბურუსით მოცული გარდაცვალება - საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - „კურიერი“ არასრულწლოვნის ჩვენებას ასაჯაროვებს, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ღამით მომხდარ კონფლიქტს ასახავს.

არასრულწლოვანის ჩვენება:


„მე და ლაშა შერმადინმა კონსტანტინე ღიბრაძეს გავუცვალეთ მობილური ტელეფონის ნომრები, ვინაიდან შევხვედროდით შემდგომ დღეებში ერთმანეთს და გაგვერკვია მანამდე მომხდარი შეხლა-შემოხლის ამბავი. ამავდროულად, ქათამაძე ცდილობდა ჩემთან და ლაშა შერმადინთან სიტუაციის დაძაბვას, ვინაიდან, ჩემი აზრით, იყვნენ რიცხობრივად მეტნი და უნდოდათ მე და ლაშას ფიზიკურად გაგვსწორებოდნენ. ამ დროს დარეკა ლაშამ, კონკრეტულად თუ ვისთან, არ მახსოვს და უთხრა, რომ მოსულიყვნენ ქალაქ თბილისის მიმართულებით მდინარე არაგვის ხიდთან, რის შემდეგაც მალევე გაჩერდა ჩემი მეგობრის გიგა ტატიაშვილის მოვერცხლისფრო ფერის მერსედესის მარკის ავტომანქანა მათ წინ.


... დავარტყი ერთხელ მეც რომელიღაცას ფეხი, კონკრეტულად არ მახსოვს თუ ვის, ჩვენ მათ ვურტყამდით და ვცემდით ყველანი, გარდა გიგა ტატიაშვილისა,“- ნათქვამია ჩვენებაში.


 

სრული ვერსიის ნახვა rustavi2.ge