ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრი ვირუსთან ბრძოლაში დაშვებული შეცდომების გამო გადადგა

  • euronews.com
  • 2 ივლისი 21:01

ჯანდაცვის მინისტრმა, დევიდ კლარკმა განაცხადა, რომ ახალ ზელანდიაში დაწყებული კორონავირუსის პანდემია მისი შეცდომების ბრალია.

მან საკუთარ თავს „იდიოტი“ უწოდა, ქვეყნის საზღვრებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის გამო საკუთარი თავი დაიდანაშაულა.


მისი თქმით, თავის საქმეში მან მთელი თავისი ენერგია ჩადო.


„მაგრამ აბსოლუტურად ცხადი გახდა ჩემთვის, რომ ამ თანამდებობაზე ჩემი დარჩენა ნიშნავს მთელი ხელისუფლების COVID-19-ის მიმართ პასუხისმგებლობის განადგურებას“, - აღნიშნა მან.


კლარკმა განაცხადა, რომ იგი აპირებს, დარჩეს პარლამენტში, როგორც დაბალი რანგის დეპუტატი.


ახალი ზელანდიის ჯანდაცვის პოლიტიკამ მსოფლიო მასშტაბით აღტაცება დაიმსახურა მას მერე, რაც ქვეყანამ ვირუსის გამოწვევას წარმატებით უპასუხა. თუმცა კლარკი საკუთარ თავს მაინც აკრიტიკებს.


კლარკი თავს იდანაშაულებს იმაში, რომ ქვეყანაში დაბრუნებული მოგზაურებისთვის არ დააწესა სავალდებულო ტესტირება კარანტინის შემდეგ.


ცნობისათვის: 2 ივლისის მონაცემებით, ახალ ზელანდიაში Covid-19-ის 1530 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია - 22 და გამოჯანმრთელებულია - 1490 პაციენტი. ბოლო 24-საათში დაფიქსირდა ინფიცირეის 2 ახალი შემთხვევა


 

სრული ვერსიის ნახვა euronews.com