იტალიის პოლიციამ 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ამფეტამინი აღმოაჩინა

  • edition.cnn.com
  • 2 ივლისი 20:38

იტალიის პოლიციამ გემიდან 14 ტონა ამფეტამინი ამოიღო. მათი თქმით, ნარკოტიკი ტერორისტულმა ორგანიზაციამ „აისისმა“ სირიაში დაამზადა.

ოფიცრებმა სამი საეჭვო კონტეინერი სამხრეთ დასავლეთ იტალიაში სალერნოს პორტიდან ამოიღეს. ამის შესახებ იტალიის ფინანსურმა პოლიციამ განაცხადა.


გამოძიებამ დაადასტურა ისიც, რომ ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ოდენობის ნარკოტიკი - რაოდენობრივადაც და ფასითაც.


როგორც ნეაპოლის ფინანსური პოლიციის მეთაურმა, დომენიკო ნაპოლიტანომ განუცხადა CNN-ს, ნარკოტიკები ისე კარგად იყო დამალული, რომ პორტმა ის ვერ დააფიქსირა.


„აღნიშნულ კონტეინერებზე გამოძიება იტალიურ კრიმინალურ დაჯგუფება „კამორაზე“ გამოძიების პარალელურად მიდიოდა“, აღნიშნა მან.


„ჩვენ გავშიფრეთ სატელეფონო ზარები და წევრები, ამიტომაც სწორედ ამ პორტში ველოდით გემის შემოსვლას“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.


როგორც ნაპოლიტანომ დაამატა, „კამორა“ „აისისის“ ნარკოტიკების იტალიაში შემოტანასა და მის დისტრიბუციაში ეხმარებოდა. ნარკოტიკებს „კაპტაგონის“ ლოგო ერტყა, რაც ნიშნავს, რომ ნარკოტიკები ჯიჰადს ეკუთვნის“, - აღნიშნულია განცხადებაში.


აქამდე ჯერჯერობით არც ერთ კრიმინალურ დაჯგუფებას არ უცდია მსოფლიოში ამხელა რაოდენობის ნარკოტიკის გადაზიდვა.

სრული ვერსიის ნახვა edition.cnn.com