ირანში ჟურნალისტს სიკვდილით დასჯიან

  • edition.cnn.com
  • 2 ივლისი 20:30

ირანელ დისიდენტსა და ჟურნალისტ როუჰოლა ზამს სიკვდილი მიუსაჯეს - რამდენიმე თვის შემდეგ, რაც გაურკვეველ ვითარებაში ირანულმა პოლიციამ დააკავა.

როგორც პროკურატურის პრესსპიკერმა, გოლამ ჰოსეინ ესმაეილმა მედიას განუცხადა, ზანი ბრალდებულია „სამშობლოსა და დედამიწის ღალატისთვის“. ტერმინი კონკრეტულ დანაშაულს არ გამოხატავს. აღნიშნულ ფრაზას ირანული ხელისუფლება იმ შემთხვევების აღსაწერად იყენებს, როდესაც საუბარია ირანული ხელისუფლების დამხობის მცდელობებზე.


ზამ რან ამად ნიუსი ირანული არაოფიციალური, საინფორმაციო სააგენტოა, რომელსაც ოფიციალურმა თეირანმა ძალადობის გავრცელების ხელშეწყობაში დასდო ბრალი 2017-2018 წლების მასობრივი პროტესტების გაშუქების დროს.


ზამი, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობდა, გასულ წელს დააპატიმრეს. დღემდე გაურკვეველი რჩება რა გარემოებებში მოხდა მისი თავისუფლების აღკვეთა.


ზამმა საფრანგეთი 11 ოქტომბერს დატოვა, როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. 3 დღის შემდეგ კი ირანმა გაავრცელა განცხადება, რომ ზამი დაპატიმრებული იქნა „საგარეო სადაზვერვო სამსახურების მოტყუების“ ბრალდებით და გადაიყვანეს ირანში.


ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აპროტესტებს აღნიშნულ ფაქტს და აცხადებს, რომ ჟურნალისტი ირანის მთავრობამ „გაიტაცა და დააპატიმრა“.


მისი დაკავების შემდეგ ირანულმა მხარემ ვიდეო გაავრცელა, სადაც ჟურნალისტი ავტომობილში ზის და ბოდიშს იხდის თავისი უკანონო მოქმედებების გამო.


როგორც ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ იუწყება, ირანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რეპრესიული ქვეყანაა ჟურნალისტების მიმართ ბოლო 40 წლის განმავლობაში“. ქვეყანაში 860 ჟურნალისტი და მოქალაქე ჟურნალისტია დაკავებული ან გასამართლებული 1979 წლის შემდეგ.


მსოფლიოს პრესის თავისუფლების რეიტინგში ირანი 180 ქვეყნიდან 173-ე ადგილს იკავებს.

სრული ვერსიის ნახვა edition.cnn.com