აშშ-ში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი საგანგაშო სიჩქარით იზრდება

  • edition.cnn.com
  • 2 ივლისი 20:26

ინფიცირებულთა მზარდი რაოდენობა და ჰოსპიტალებში მომართვიანობა გასული 14 დღის განმავლობაში სტატისტიკითაც აისახება.

ჰიუსტონის ჰოსპიტალის სპეციალურად კორონა ვირუსისთვის გადაკეთებული განყოფილების ერთ-ერთი ექიმი, ჯოსეფ ვარონი აღნიშნავს, რომ „უკანასკნელი 3 კვირის მანძილზე უფრო მეტი პაციენტი ნახა, ვიდრე - გასული 10 კვირის განმავლობაში“.


როგორც CNN იუწყება, აშშ-ს მასშტაბით, თითქმის, ყველა ჰოსპიტალში იგივე სიტუაციაა.


აშშ-ს დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა გასულ კვირას აღნიშნა, რომ ამერიკის 12 შტატში შემაშფოთებლად არის მომატებული ყოველდღიურად ჰოსპიტალიზირებულ პაციენტთა რიცხვი.


მისი განმარტებით, აღნიშნული ტენდენცია შემაშფოთებელია: პაციენტთა მკვეთრი მატება ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას გამოიწვევს - სამედიცინო პერსონალის, საწოლებისა და სასუნთქი აპარატების უკმარისობას.


ზოგიერთი ჰოსპიტალი უკვე იმდენადაა გადატვირთული, რომ პაციენტებს ამისამართებს სხვა კლინიკებში.


ინფიცირებულთა რაოდენობის მატება გასული კვირების განმავლობაში შეზღუდვების შემსუბუქებამ გამოიწვია.


როგორც მაიამის ერთ-ერთი საავადმყოფოს დირექორი, პულმონოლოგი დავიდ დე ლა ზერდა აცხადებს, სანაპიროებზე, თითქმის, ყოველ საღამოს წვეულება იმართება.


იმ შტატებს შორის, სადაც დაინფიცირებულთა შემთხვევებმა მკვეთრად იმატეს, ფლორიდა და ტექსასის შტატებიც არიან, სადაც კორონა ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად 2000-ს აღწევს.

სრული ვერსიის ნახვა edition.cnn.com