ხატია ბუნიათიშვილის გასაოცარი „კონცერტი ტყეში“ (ვიდეო)

  • 1 ივლისი 12:09

პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ გასაოცარი ამბავი აქვს. ნახეთ მის მიერ შესრულებული „კონცერტი ტყეში“.

 

ხატიამ ფორტეპიანოზე დაკვრა 6 წლის ასაკიდან დაიწყო და დღეს ერთ-ერთ წამყვან პიანისტად მიიჩნევა. მას კონცერტები ისეთ ცნობილ დარბაზებში გაუმართავს, როგორებიცაა კარნეგი-ჰოლი (ნიუ იორკი) და შანზ-ელიზე (პარიზი).


2016 წელს არტისტს მეცხრამეტე საუკუნის მუსიკალური ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის გერმანიის ხმის ჩამწერი აკადემიის პრესტიჟული მუსიკალური ჯილდო Echo Klassik გადაეცა.


2015 წელს ბუნიათიშვილმა ინგლისური ჯგუფის, Coldplay-ის სტუდიურ ალბომში A Head Full of Dreams შესულ კომპოზიციაზე Kaleidoscope იმუშავა. 


 




 

 

 


View this post on Instagram


Exciting news ! ☀️