"ასე მოვიგებთ ყველაფერს " - გიგა მაქარაშვილი
- 20 ნოემბერი 00:47
"ასე მოვიგებთ ყველაფერს, ყველა პროცესს. სამარცხვინო პროცესი იყო",-ამბობს გიგა მაქარაშვილი.
მისი თქმით ყველაფერი კარგად დამთავრდება, რადგან სხვა მონაწილეებიც მართლები არიან და მათაც გააათავისუფლებენ.
18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული 6 პირი, გიგა მაქარაშვილი, ირაკლი კაჭარავა, დიმიტრი ბიძინაშვილი, ირაკლი ნადირაძე, დავით მჟავანაძე და პაატა სოსონაშვილი სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა.
აღნიშნული 6 პირის სასამართლო პროცესი ხვალ 13:00 საათისთვის გადაიდო, მანამდე კი დაკავებულები სასამართლოს გადაწყვეტილებით გათავისუფლდნენ.