"უბრალოდ ვერ გიტანთ, როგორ შეძელით ასეთი ადამიანის გაზრდა"- მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილის სულისშემძვრელი პოსტი

  • primetime.ge
  • 19 ნოემბერი 19:19

თბილისის ზღვაზე სადისტურად მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი სოციალურ ქსელში სულისშემძვრელ პოსტს აქვეყნებს.

ანა ცხადაძე მამის მკვლელობაში ეჭვმიტანილს მიმართავს და მამის სიყვარულზე წერს:


„ცხოვრებაში არავისზე მითქვამს, მეზიზღება-მეთქი. საერთოდ არც კი ვიცოდი, ეს რა გრძნობა იყო, მაგრამ ახლა მივხვდი. ყველანი მეზიზღებით, განსაკუთრებით კი ის, ვინც ჩემი „ნათლია“ იყო.


ჩემი ცხოვრების ბედნიერი წუთები დასრულდა. სული მეწვის და გული მტკივა. არც კი ვიცი, როგორ შეძელით ასეთი ადამიანის გაზრდა. თქვენ მე მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ. უზომოდ მენატრება და მაკლია. ჩემი პატარა გამძლეობით ყველაფერს გავაკეთებ. მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა სათანადოდ დაისაჯოს. მე თუ ვერა, ღმერთი ამას ასე არ დატოვებს. ერთი ის იცოდეთ, რომ თქვენი ყველა სიტყვა კარგად მახსოვდა. შენი ნათლიის სახელი ახსენე და იამაყებ, რაშიც უნდა დაგჭირდეს, შენთან იქნებაო. ვიამაყო? ვიამაყო კი არა, მრცხვენია. მრცხვენია საერთოდ, რომ გიცნობთ. რომ მეუბნებოდით, ახლა რასაც ვერ გიკეთებს, მერე გაგიკეთებსო. ისეთი რაღაც გამიკეთა, რომ გული მომიკლა...",-წერს ანა. 

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge