"პროვოკაციას წამოვეგე, არ უნდა მეთქვა"- კახა ოქრიაშვილი შეცდომას აღიარებს

  • metronome.ge
  • 19 ნოემბერი 18:54

ქართული ოცნების მაჟორიტარის კახა ოქრიაშვილის განცხადებით მას ჟურნალისტმა პროვოკაციული კითხვა დაუსვა რასაც მისი გაღიზიანება მოყვა.

“შეცდომა დავუშვი, არ უნდა მეთქვა“ – განაცხადა ოქრიაშვილმა.


„აღარ მახსოვს რომელი მედიის წარმომადგენელი იყო… როცა ჟურნალისტებთან ვამბობდი, რომ ბევრმა პოლიტიკოსმაც არ იცის პროპორციული სისტემის დადებითი და უარყოფითი მხარე და ამიტომ დისკუსიები უნდა დავიწყოთ, ერთ-ერთმა მკითხა – გინდათ თქვათ, რომ პოლიტიკოსები დებილები არიანო? ჰოდა ამაზე ვუპასუხე, ის რაც ვუპასუხე. პროვოკაციული კითხვა დამისვა… გამოდის, რომ პროვოკაციას წამოვეგე“, – აცხადებს პრაიმტაიმთან ოქრიაშვილი.


 

სრული ვერსიის ნახვა metronome.ge