რა აკავშირებს ე.წ. კანონიერ ქურდს ქართველ მომღერლებთან

  • primetime.ge
  • 30 ივნისი 11:06

ე.წ. კანონიერი ქურდების და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების ცხოვრება ყოველთვის საინტერესოა, განსაკუთრებით მაშინ თუ მათ ერთმანეთთან ახლობლობა აკავშირებთ.

„პრაიმტაიმმა“ აქვეყნებს ფოტოს, სადაც ე.წ. კანონიერი ქურდი დავით ჩხიკვიშვილი, მეტსახელად დატო სურგუტსკი მომღერლებთან ერთად არის გადაღებული.


ფოტოზე ჩხიკვიშვილის გვერდით, ქართული შოუ-ბიზნესში კარგად ცნობილი ჯგუფის „რონდოს“ წევრები არიან. ფოტო წლების წინ არის გადაღებული.


გავლენიანი კრიმინალური “ავტორიტეტი” ამჟმად 59 წლის გახლავთ. ის”კანონიერ ქურდად” 1990 წელს, 29 წლის ასაკში აკურთხეს.


კრიმინალური კარიერის განმავლობაში არაერთხელ გაასამართლეს, ბოლოს კი – 2012 წელს. ჩხიკვიშვილი ამჟამად სტამბულში ცხოვრობს.


„პრაიმტაიმი“ ჯგუფ „რონდოს“ პროდუსერს, ქალბატონ ელისაბედ ჭინკორაშვილს დაუკავშირდა და შეეცადა ფოტოს ისტორია მისგან გაერკვია.


– ქალბატონო ელისაბედ, რა ურთიერთობა გაქვთ დავით ჩხიკვიშვილთან და სად არის გადაღებული ფოტო?


– ჩვენ ვმეგობრობთ, ბატონი დავითის მეუღლე ნანა ჩხიკვიშვილი ჩემი უახლოესი მეგობარია. არ მინახავს ეს ფოტო და არ მახსოვს სად არის გადაღებული.


ნანა და დათო თითოეული ჩვენგანისთვის ძვირფასი ადამიანები არიან. როგორც საკუთარი და, ისე მყავს დათოს ცოლი.

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge