საქართველოში კოვიდინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 პაციენტი განიკურნა

  • 30 ივნისი 10:08

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge- ზე განახლდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავიორუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 928-ს შეადგენს

საქართველოში კორონავირუსის დამარცხება კიდევ 3-მა პაციენტმა შეძლო.


მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კოვიდინფექციისგან განკურნებულთა რაოდენობა 794-მდე გაიზარდა.


ცნობისთვის, კარანტინის რეჟიმშია 2809 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 229 პირი. ქვეყანაში კორონავირუსს 15 ადამიანი ემსხვერპლა.