BBC: ჩინეთში აღმოაჩინეს გრიპის ახალი ტიპის ვირუსი, რომელმაც შესაძლოა, პანდემია გამოიწვიოს

  • 1tv.ge
  • 30 ივნისი 00:40

ჩინეთში აღმოაჩინეს გრიპის ახალი ტიპის ვირუსი, რომელმაც შესაძლოა, პანდემია გამოიწვიოს, – ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც მეცნიერები იუწყებიან, ახალი გრიპის მატარებელი ღორები არიან, თუმცა დაავადება გადაეცემა ადამიანსაც. მკვლევრები შიშობენ, რომ ვირუსმა შესაძლოა, მუტაცია განიცადოს და ადვილად გავრცელდეს, რასაც მორიგი პანდემია მოჰყვება.


მეცნიერთა თქმით, გრიპის ახალ ვირუსს ყველანაირი ნიშანი აქვს იმის სათქმელად, რომ მას გარემოსთან ადაპტაცია და ადამიანის დაავადება იოლად შეუძლია. ვირუსი ახალია, ამიტომ ადამიანების უმეტესობას მასზე იმუნიტეტი არ ექნება.


ვირუსის სახელწოდებაა – G4 EA H1N1. ის ადამიანების სასუნთქ გზებს აზიანებს. მეცნიერთა თქმით, ახალი ტიპის გრიპის ვირუსი ჩინეთში, სასაკლაოებსა და ხორცის საწარმოებში დასაქმებულ ადამიანებს უკვე დაუდასტურდათ.

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge