შაქარაშვილის ბიძა: დეენემის ნიმუში თუ დაემთხვა ვინმეს ნიმუშს, ეს იქნება გამართული მკვლელობა

  • 29 ივნისი 22:41

გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს გარდაცვლილს თავის ქალა ჰქონდა ჩატეხილი. მისი თქმით, დაზიანებები ჰქონდა მთელს სხეულზე, მაგრამ არა მოტეხილობების სახით.

 

„ველოდები არა მხოლოდ სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზას, არამედ გენეტიკურსაც. თქვენ წარმოიდგინეთ, თუ ხიდის ქვეშ დატოვებულ ჩანთაზე აღმოჩნდება ინციდენტში მონაწილე რომელიმე პირის დეენემი და ამავდროულად, გაირკვევა, რომ გიორგის დაზიანებები სიცოცხლეში ჰქონდა მიყენებული, მას ვეღარაფერი გადაარჩენს“ – აცხადებს მირიან ნიკოლაძე „ტვ პირველის" ეთერში.


ცნობისთვის, 19 ივ­ნისს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. და­კა­ვე­ბუ­ლებს ედა­ვე­ბი­ან ხუ­ლიგ­ნო­ბა­ს, და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას, ძა­ლა­დო­ბას, ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რა­საც თან ახ­ლდა რბე­ვა, ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო წარ­მო­მად­გენ­ლი­სად­მი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა.


27 ივნისს შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს ბრალი წაუყენეს.