ცერვაძე: საქართველო საზღვრების გახსნას თუ გაუძლებს, ეს იქნება ისტორიული მოვლენა

  • 1tv.ge
  • 29 ივნისი 21:48

„კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობით საქართველო არის ბედნიერი და იშვიათი გამონაკლისი მთელს მსოფლიოში", – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძის თქმით, თუ შევძელით, შევინარჩუნეთ ეს მდგომარეობა, საქართველო იქნება თითით საჩვენებელი ქვეყანა მთელი მსოფლიოსთვის.


„მთელ მსოფლიოში საშუალოდ იზრდება ყველგან შემთხვევათა რაოდენობა. ზოგიერთ ქვეყნებში, ძირითადად, ევროპის ქვეყნებში იკლებს, მაგრამ არა ისე, როგორც საქართველოში. უშუალოდ ჩვენს სამეზობლოში არ იკლებს, იზრდება კიდეც. სულ ხუთი-ექვსი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ჩვენნაირი სურათია ვირუსის. ესენი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, ესტონეთი, ლატვია. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ქვეყნებში დღეს არის ცოტა შემთხვევა, იმდენი, რამდენიც საქართველოში, თორემ ჯამური შემთხვევები იქ გაცილებით მეტია. მსოფლიოს 30 ქვეყანაში აღინიშნება მატება და მათ შორის არის ევროპის ქვეყნები, მაგალითად უკრაინა, ინგლისი და სხვა.


რომელ კოლაფსზე უნდა ვილაპარკოთ, როცა დღეში სულ ორი-სამი შემთხვევაა. თუ ჩვენ შევძელით, შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა, კოლაფსი კი არა, საქართველო იქნება ოაზისი, თითით საჩვენებელი ქვეყანა მთელი მსოფლიოსთვის. დღეს უკვე არის საქართველო თითით საჩვენებელი ქვეყანა მთელი მსოფლიოსთვის და ყველას უკვირს, როგორ მოახერხა საქართველომ ეს, როცა მთელ ევროპაში და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში შემთხვევების რაოდენობა არათუ იკლებს, არამედ იმატებს“,- განაცხადა ცერცვაძემ.

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge