ჯანდაცვის მინისტრისა და გერმანიის ელჩის შეხვედრა - ფოტო

  • 29 ივნისი 19:47

გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქრინშმა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს გამართულ შეხვედრაზე კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხები და ქვეყნებს შორის მიმოსვლის აღდგენის თემები განიხილეს.

შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა ჯანდაცვის უწყებამ ინფორმაციასთან ერთად გაავრცელა. გერმანელი დიპლომატისა და ქართველი მინისტრის შეხვედრის კადრმა საზოგადოებაში დადებითი ემოციები გამოიწვია.


ფოტოზე ჩანს რომ ქრინში და ტიკარაძე ერთმანეთს მეგობრული ჟესტით, თუმცა, დისტანციურად ესალმებიან.