ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

  • sputnik-georgia.com
  • 29 ივნისი 18:58

ივლისი მრავალ საინტერესო და მნიშვნელოვან მოვლენას გვპირდება. ასტროლოგიური თვალსაზრისით ეს თვე ძალზე პროდუქტიული შეიძლება აღმოჩნდეს.
 

 

ვერძი



ვერძებისთვის ივლისი ფინანსური და საქმიანი შესაძლებლობების დრო იქნება. შესანიშნავი პერიოდია მუშაობისთვის,ახალი პროექტების დაწყების, დიდი შენაძენების გაკეთებისთვის. სამსახურში შესაძლებელია წინსვლა, ლიდერის პოზიციის დაკავება ან გამტკიცება.


სიყვარულსა და ადამიანებთან ურთიერთობებში თვე ძალზე სტაბილური და პროდუქტიული იქნება. 23 ივლისიდან კარგი დროა ერთობლივი საქმეებისთვის, შეხვედრების, ურთიერთობების, ნაცნობობისთვის.
  
 
კურო



თვითრეალიზების, ფინანსურ, საქმიან სფეროში აქტიურობის დრო დადგა. ძალზე პროდუქტიული იქნება შემოქმედებითი შრომა, განსაკუთრებით თვის მესამე დეკადის დადგომისას. განწყობისთვის სასარგებლო აღმოჩნდება, თუ შრომასა და დასვენებას ერთმანეთს შეუთავსებთ.


ივლისის დასაწყისში, შესაძლოა, ნეგატიური ემოციები მოგეძალოთ. საშიში იქნება დაბნელებების დღეები – 2 და 16–17 ივლისი, ხოლო ყველაზე ხელსაყრელია 15, 19 და 20 ივლისი. ამ სამ დღეს ყურადღება მთლიანად სასიყვარულო სფეროზე, რომანტიკაზე და ახლობლების დახმარებაზე გადაიტანეთ.
 

ტყუპი



ყველას გვაქვს ჩვენი უარყოფითი ჩვეულებები, მაგრამ მასთან გამკლავება ყველას არ შეუძლია. ტყუპები კი ივლისში მოერევიან ამ მავნე ჩვევებს. შესანიშნავი პერიოდია სხეულის, პიროვნების, სულისა და ენერგეტიკის გარდაქმნა–განახლებისთვის. დიდი ცვლილებების დროა. 18 ივლისამდე ძალები საქმიან პრობლემებზე მიმართეთ, ხოლო დანარჩენი პერიოდი ხელსაყრელია დასვენების, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობებისთვის.


გამოამჟღავნეთ მეტი ინდივიდუალობა, ხშირად იქონიეთ ურთიერთობები უფროსი თაობის წარმომადგენლებთან, მოუსმინეთ მათ რჩევებს. ხელმძღვანელობასთან და კოლეგებთან ურთიერთობებისას მეტი პატივისცემა გამოიჩინეთ.
 
  
 
კირჩხიბი



თვის პირველი ნახევარი არცთუ წარმატებული იქნება, სამაგიეროდ, მთვარის დაბნელების შემდეგ (16–17 ივლისი) ყველაფერი მოგვარდება. მანამდე კი მუდმივად სიზარმაცესა და აპათიასთან ბრძოლა მოგიწევთ. მეტი უნდა იმუშაოთ, რათა ეფექტურად გაუმკლავდეთ ნეგატიურ აზრებსა და ღრმა განცდებს.


თვის ბოლოს, შესაძლოა, ახალი ცხოვრებსეული მიზნები გაგიჩნდეთ. პლანეტების ენერგეტიკა თქვენში გააღვიძებს ახალ სურვილებს, შემოქმედებით შესაძლებლობებს. ასტროლოგები გირჩევენ, საოჯახო და სამუშაო საქმეები ერთმანეთს ჩაანაცვლოთ, მეტი დრო გაატაროთ ოჯახთან, ნათესავებთა, მეგობრებთან ერთად.
 
 
ლომი



ასტროლოგები გირჩევენ, ყურადღება სახლს დაუთმოთ: დაალაგეთ ის, შეიძინეთ ახალი ავეჯი, დაიწყეთ რემონტი. ეს დაგეხმარებათ ენერგეტიკის განახლებაში, ძალების სწრაფად აღდგენაში. წარმატებები გექნებათ სამსახურშიც, თუ ნეგატიურ აზროვნებას არ მისცემთ თქვენზე გამარჯვების უფლებას. ამისთვის, ხშირად იქონიეთ ურთიერთობები სასიამოვნო ადამიანებთან და იფიქრეთ კარგზე.


თვის ბოლოს ვარსკვლავებისა და პლანეტების განწყობა, პრაქტიკულად, იდეალური იქნება თქვენი ნიჭის განვითარებისთვის, ნებისმიერი საქმის დასაწყებად, გრანდიოზული შენაძენებისთვის. გაძლიერდება ინტუიცია, რომელიც სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ სამუშაოსა და სიყვარულში.
  
 
ქალწული



პლანეტები ხელსაყრელი გავლენის წყალობით, ივლისის დასაწყისში ამაღლდება თქვენი განწყობა, გაჩნდება ახალი გეგმები, იმედები. ეს მდგომარეობა ნებისმიერი საშუალებით უნდა შეინარჩუნოთ. ამაში ახლობლები დაგეხმარებიან. ერიდეთ უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობებს.


ივლისის მეორე ნახევარში პლანეტების ენერგეტიკა შეიცვლება. იგრძნობთ ძალების დაქვეითებას, მერყეობას. გახდებით უფრო მგრძნობიარე. ასტროლოგები გირჩევენ, რომ მნიშვნელოვან საქმეებს თვის პირველი ნახევარი მიუძღვნათ ხოლო 15 ივლისის შემდეგ დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ.
 
 
სასწორი



სასწორები უნდა მოერიდოთ ნეგატიურ ადამიანებთან ურთიერთობებს, რათა მათ შიშები და მერყეობა არ „გადმოგდონ“. ასეთი ემოციები ახლა არაფერში გჭირდებათ, რადგან ივლისი თქვენთვის ყველაზე პროდქტიული თვე შეიძლება გახდეს. შეგიძლიათ დაიწყოთ აალი საქმეები, ეებოთ მეორე ნახევარი. გაიზრდება ურთიერთობების მოთხოვნილება, ამიტომ სპეციალისტები მარტო ყოფნას არ გირჩევენ.


იდეალური დროა ცოდნის მიღებისთვის, სამსახურის გამოცვლისთვის ან შემოსავლის ახალი წყაროს პოვნისთვის. იმოძრავეთ მეტი, ფიზიკური აქტიურობა წაგადგებათ. იღბლიანი იქნება მგზავრობა, მოგაურობა, გარემოს გამოცვლა.
  
 
მორიელი



ექსპერტების აზრით, ივლისი მორიელებისთვის სტაბილური პერიოდი იქნება. პრობლემმების გარეშე ეს თვე არ ჩაივლის, მაგრამ მათი გადაწყვეტა ადვილი იქნება. ზოგიერთიმოვლენა სწრაფად განვითარდება, ამიტომ ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო.


ივლისში მოიმატებს ჭორები, მითქმ–მოთქმა, რის გამოც გახშირდება ურთიერთშელაპარაკებები და კონფლიქტები. ასტროლოგები გირჩევენ, პირადზე უცხოებთან არ ისაუბროთ. ხელმძღვანელობასთან ურთიერთობებში დაიცავით სუბორდინაცია. ივლისის ბოლო კარგი დროა დასვენებისა და შორეული მგზავრობისთვის.
 
 

მშვილდოსანი



ივლისში გაუთვალისწინებელი სირთულეები შეიძლება შეიქმნას. მათტან გამკლავება უფრო მარტივი იქნება, თუ გადაწყვეტილებებს არ დააყოვნებთ. თავისთავად არაფერი გადაწყდება – ნებისმიერ რთულ სიტუაციაში ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ.


თვენი ენერგეტიკული მარაგი სათანადო დონეზე რჩება, ამიტომ, სურვილის შემტხვევაში, ყველა დასახული მიზნის მიღწევა შეგიძლიათ. თუ დასვენებას გეგმავთ, სჯობს, მშვიდად, ექსტრემალური თავგადასავლების გარეშე დაისვენოთ. თქვენს განწყობას აამაღლებს საყიდლებზე წასვლა. 
 
თხის რქა



თხის რქები მნიშვნელოვან მიზნებს მიაღწევთ, მაგრამ ამისთვის დროის, ძალებისა და ფულის დახარჯვა მოგიწევთ. არ ღირს საკუთარ თავზე ეკონომიის გაწევა. თქვენზე ხშირად ამბობენ, რომ სიხარბე გძალავთ ხოლმე, ასე რომ, ივლისი ის თვეა, როცა ეს უნდა უარყოთ და აჩვენოთ გარშემომყოფებს, რომ ეს სულაც არ შეეფერება სიმართლეს. თუმცა, ზედმეტიც არ მოგივიდეთ – ჭარბი გულუხვობა თქვენს საფულესა და განწყობაზე ცუდად იმოქმედებს. დაიცავით ოქროს შუალედი.


ივლისი ხელსაყრელი დროა იმისთვის, რომ სიახლეები შემოუშვათ ტქვენს ცხოვრებაში: ახალიმისწრაფებები, ახალი გატაცება, შეიყვაროთ ვინმე. იღბლიანი დროა ახალი გატაცებების, ჰობის, სამუშაოს ძიებისთვის. ყველა ასპექტში გჭირდებათ სიმტკიცე, აქტიურობა და ახლობლების მხარდაჭერა.
 
 
მერწყული



მერწყულებს ივლისში მრავალი ახალი შესაძლებლობა გაგიჩნდებათ, შეძლებთ წარმატებაზე საკუთარი თავის დაპროგრამებას. ამაში დაგეხმარებათ სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობები, რომლებიც მზად არიან, სიკეთე და პოზიტიური განწყობა გაგიზიარონ. ასტროლოგები გირჩევენ, მოერიდოთ იმპულსურობასა და უხეშობას.


თვის შუა რიცხვებში, შესაძლოა, ბევრად გაღიზიანებული გახდეთ, მოგემატოთ ეგოიზმი. თუ ამ მანკიერებებს არ შეებრძოლებით, შესაძლოა, დაკარგოთ მეგობრები, კოლეგების დამოკიდებულება. თავისუფალი დრო, ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან გაატაროთ. ვისაც არ გყავთ პარტნიორი, შეგიძლიათ, გააქტიურდეთ.
  
 
თევზები
თვის დასაწყისში მოსალოდნელია ყოფითი პრობლემები. ეს ივნისში პლანეტების ნეგატიური გავლენის „დარჩენილი ეფექტი“ იქნება. დანარჩენ შემთხვევებში, პრაქტიკულად, მთელი ივლისი ძალზე მშვიდი და აღმშენებლობითი იქნება, თქვენი ცხოვრება ზღაპარს დაემსგავსება. იშრომეთ, დაისვენეთ, ეძებეთ ახალი სამუშაო. ასევე სასარგებლო იქნება საოჯახო საქმეებით დაკავება.


 


 
სრული ვერსიის ნახვა sputnik-georgia.com