კოსმეტიკური კომპანიები პროდუქტის აღწერისას სიტყვა „გათეთრებას“ ამოიღებენ, როგორც თეთრკანიანობის უპირატესობის გამომხატველს

  • euronews.com
  • 29 ივნისი 21:23

ფრანგულმა კოსმეტიკურმა გიგანტმა „ლ’ორეალმა“ და მის კვალდაკვალ უამრავმა კოსმეტიკურმა კომპანიამ თავისი სარეკლამო სტრატეგიის გადახედვა დაიწყო.

ისინი მომხმარებელტან კომუნიკაციაში აღარ გამოიყენებენ ისეთ ტერმინებ და სიტყვებს, რომლებიც რასას და თეთრკანიანობის უპირატესობას უსვამს ხაზს და ამით სისტემური რასიზმის წინააღმდეგ ცნობადობის ამაღლებას შეუწყობენ ხელს.  


როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ამ ნაბიჯით კომპანიების უმეტესობა წინააღმდეგობაში მოდის საკუთარ თავთან, რადგან მათი პროდუქციის ძირითადი ხაზი კანის გათეთრებისკენაა მიმართული.


ფრანგულმა კოსმეტიკურმა გიგანტმა „ლ’ორეალმა“ განაცხადა, რომ სიტყვებს „გათეთრებას“ და „ღიას“ თავიანთი პროდუქტების მახასიათებლებიდან ამოიღებენ.


ლ’ორეალი რამდენიმე დღის წინ ღიად გააკრიტიკა ბრიტანელმა მოდელმა მონრო ბერგდორფმა. მისი თქმით, კომპანიამ 2017 წელს მოდელი იმის გამო გაათავისუფლა, რომ ღიად დაუპირისპირდა სისტემურ რასიზმს.


„თქვენ 2017 წლის კამპანიიდან დაუფიქრებლად და შეუბრალებლად დამითხოვეთ იმის გამო, რომ მე ღიად ვსაუბრობდი რასიზმზე და თეთრების ძაალუფლებაზე“, დაპოსტა მოდელმა ტვიტერზე.


ბერგდორფი პოსტის შემდეგ მალევე აღადგინეს „ლ’ორეალში“ მოდელად მას მერე, რაც კომპანიის ბრიტანული ფილიალის პრეზიდენტმა, დელფინ ვიგიერმა მას საჯაროდ ბოდიში მოუხადა.


ბერგდორფი პირველი ტრანსგენდერი მოდელია ბრენდისთვის და „ლ’ორეალის“ ბრიტანული ფილიალის მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის მრჩეველთა საბჭოს წევრია.


ამასობაში სხვა კოსმეტიკური ბრენდებიც ცვლიან თავიანთ მარკეტინგულ საკომუნიკაციო ენას.


 


 


Unilever-ის ინდური ფილიალი „Hindustan Unilever” აცხადებს, რომ ისინი აპირებენ კოსმეტიკური ხაზის, „Fair&Lovely”-ის (ღია და საყვარელი) ბრენდის შეცვლას.


„ჩვენ კანის მოვლის პროდუქტების პორტფოლიოს ინკლუზიურობა გვსურს და გვინდა, მრავალფეროვანი სილამაზის აღნიშვნა“, განაცხადა სანჯივ მეჰტამ, კომპანიის ინდოეთის ფილიალის მმართველმა დირექტორმა.


საკომუნიკაციო კამპანიის შეცვლას აპირებს ასევე „ჯონსონი და ჯონსონიც“.


როგორც „ევრონიუსი“ აღნიშნავს, „ერთია, საკომუნიკაციო ენაში აღარ იყენებდე სიტყვას „თეთრი/გათეთრება“, მაგრამ მეორე - მაინც განაგრძო ამ პროდუქტების გაყიდვა და კვლავ მოუწოდო მუქი კანის მქონე ადამიანებს კანის გაღიავებისკენ“, წერს ფრანგი ჟურნალისტი როჰაია დიალო.

სრული ვერსიის ნახვა euronews.com