ტრამპმა მადლობა გადაუხადა ტვიტერზე კაცს, რომელმაც დროშა „თეთრების ძალაუფლება“ ააფრიალა

  • edition.cnn.com
  • 29 ივნისი 21:27

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერზე ვირუსულად გავრცელებული ვიდეო დაპოსტა.

მან მადლობა გადაუხადა ადამიანს, რომელიც გოლფის მანქანაზე ზის და ხელში ტრამპის კამპანიის პოსტერი უჭირავს. პოსტერზე წერია „თეთრების ძალაუფლება“.


„მინდა, მადლობა გადავუხადო ამ დიდებულ ადამიანებს. რადიკალური მემარცხენე ფრთა არაფერს აკეთებს, დემოკრატები კი შემოდგომაზე ჩაფლავდებიან. მალე შეგხვდებით!“ - დაწერა პრეზიდენტმა თავისი ტვიტერის ანგარიშზე. თუმცა 3 საათის შემდეგ პოსტი წაიშალა.  


მოგვიანებით თეთრი სახლის ადმინისტრაციამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ტრამპს არ გაუგია რა მოწოდებებით გამოდიოდა მამაკაცი, რომელსაც პოსტერი ხელში ეჭირა. „ვიდეოში მხოლოდ ჩანდა მისი ერთ-ერთი ენთუზიასტი მხარდამჭერი“, აღნიშნულია განცხადებაში.


სანამ პოსტი წაიშლებოდა, სამხრეთ კაროლინას სენატორმა, ტიმ სკოტმა, რომელიც ერთადერთი შავკანიანია რესპუბლიკელთა პარტიაში, ვიდეოს „შეურაცხმყოფელი“ უწოდა.  


აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წელს გაიმართება. წინასაარჩევნო შეხვედრები აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა თავის ამომრჩეველთან უკვე დაიწყო.  

სრული ვერსიის ნახვა edition.cnn.com