დღის ჰოროსკოპი - მიხეილ ცაგარელის 19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

  • fortuna.ge
  • 19 ნოემბერი 10:09

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის.

 მზე მებრძოლი და შეუპოვარი მორიელის, მთვარე კი, მოსიყვარულე და გულღია ლომის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.


საქმეების მმართველი მარსის მორიელის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა, სწორედ მის დადებით და უარყოფით თვისებებს – ერთის მხრივ, ორგანიზებულობას და შეუპოვრობას, ინტუიციას და ბრძოლისუნარიანობას, მეორეს მხრივ, წყენას და ეჭვიანობას, ზედმეტი პირდაპირობისა და სარკაზმისკენ მიდრეკილებას გააძლიერებს.


მოერიდეთ ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმას, ნუ აჰყვებით შიშებს და ცდუნებას, რისი ალბათობაც დღეს განსაკუთრებით მაღალია.


პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და ახალი სამსახურის მოსაძიებლად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შესაძენად. არ ღირს ნიშნობისა და ქორწინების დანიშვნა, მნიშვნელოვანი შეხვედრების გამართვა და ხელშეკრულებების გაფორმება.


 

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge