მამუკა მდინარაძე: უნდა ვისაუბროთ შაქარაშვილის უდიდეს ტრაგედიაზე და მის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

  • 27 ივნისი 23:55

„ჩვენ უნდა ვისაუბროთ შაქარაშვილთან დაკავშირებულ უდიდეს ტრაგედიაზე და მის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ფაქტებზე", განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში საუბრისას.

„აქვე მინდა ვახსენო ოპოზიციის ბინძური ბრძოლის ერთ-ერთი მაგალითი. ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ დამისვა შეკითხვა, ზოგადად რატომ ვერ აღმოფხვრა სახელმწიფომ, ჩვენმა ხელისუფლებამ ქუჩის გარჩევები, ჩხუბები და ასე შემდეგ. ვუთხარი, რომ ეს არის ზოგადი პრობლემა, რომ მისი აღმოფხვრა მარტივი არ არის და ურთულესია. მთელ მსოფლიოს აწუხებს ეს საკითხი და მისი მოგვარება ასე მარტივად არ ხდება. ეს ფრაზა გამოიტანეს ცალკე და დააწერეს ამ ნიუსს : „მდინარაძე შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას". ეს არის უდიდესი სპეკულაცია. ცდილობენ ხალხს დააჯერონ, რომ თითქოს მამუკა მდინარაძე შაქარაშვილის ტრაგედიაზე საუბრისას აგდებულად საუბრობს და ამბობს, რომ ეს ზოგადი პრობლემაა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.


გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 19 ივ­ნისს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს.


შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. და­კა­ვე­ბუ­ლებს ედა­ვე­ბი­ან ხუ­ლიგ­ნო­ბა­ს, და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას, ძა­ლა­დო­ბას, ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რა­საც თან ახ­ლდა რბე­ვა, ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო წარ­მო­მად­გენ­ლი­სად­მი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა.


დღეს, 27 ივნისს შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს ბრალი წაუყენეს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ ფარული ვიდეოკადრები გაასაჯაროვა.