"ვაჟა ექიმი ჩემს მომაკვდავ ძმას წლების განმავლობაში ანაზღაურების გარეშე უვლიდა..."

  • 18 ნოემბერი 23:05

ნინო გიორგაძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშილის შესახებ სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს.

როგორც ის წერს, ექიმი, რომელიც ოკუპანტებმა დააპატიმრეს, მის მომაკვდავ ძმას შვილივით, დიდი ხნის განმავლობაში უვლიდა.


"ვინც ამ ადამიანს არ იცნობს, შეიძლება, არც დაიჯეროს, რასაც თვითმხილველები ჰყვებიან. ჩემთვის დაუჯერებელი არაფერია. წლების განმავლობაში შვილივით უვლიდა ჩემს მომაკვდავ ძმას (ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მუშაობდა მაშინ). სამსახურიდან დაღლილი ჩვენთან მოდიოდა,რომ ჭრილობები დაემუშავებინა დათოსთვის და ამ ყველაფერს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე საკუთარი სურვილით აკეთებდა.


ჩვენს დროშიც არსებობენ გმირები, უბრალოდ, ჩვენ არ შეგვწევს უნარი მათი ამოცნობისა და დაფასებისა. ჩვენ მხოლოდ ის მოვახერხეთ, ავანტიურისტები გვექცია მებაირაღეებად", - წერს ნინო გიორგაძე.