"სანამ ამ ბრძოლას ბოლომდე არ მივიყვანთ ვერ გვექნება თანამედროვე, თავისუფალი და განვითარებული სახელმწიფო"

  • 18 ნოემბერი 20:47

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საქართველოში განვითარებულ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"სინამდვილეში ეს არის ბრძოლა უფლებისთვის გვქონდეს საკუთარი სუვერენული სახელმწიფო, სადაც მოქალაქეების თავისუფალი ნება, გამოხატული სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით, არის ძალაუფლების ერთადერთი წყარო.


საქართველოსთვის ეს ბრძოლა დაიწყო გეორგიევსკის ციხეში 250 წლის წინ და სანამ ამ ბრძოლას ბოლომდე არ მივიყვანთ ვერ გვექნება თანამედროვე, თავისუფალი და განვითარებული სახელმწიფო.


საქართველო არასდროს აღარ იქნება რუსეთის გუბერნია!!! ძალიან ძვირი გვაქვს ამისთვის გადახდილი როგორც ერს და როგორც ქვეყანას.


ჩვენ ვართ უმრავლესობა და არა ის ვინც დღეს ცდილობს სახელმწიფოს მითვისებას.


ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!


პ.ს. სულ რამდენიმე დღეში მეც ძალიან ამაყად ზუსტად იქ ვიდგები სადაც ჩემი მეგობრები და ამ ქვეყნის საუკეთესო შვილები დგანან," - წერს გიორგი ქადაგიძე.