"ეს საქაჯეთი კარვებიანად ხომ არ გავაბრძანოთ რუსთაველიდან? "

  • 16 ნოემბერი 22:20

მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში "რუსთაველის გამზირზე" მიმდინარე აქციის შესახებ წერს. 

"ვფიქრობ, მაქსიმუმ კვირას თუ არ გადალაგდნენ ხლისტები რუსთაველიდან (პარლამენტისკენ უნდაჩამეზუსტევინა?))), ორშაბათს ჩვენ- თბილისის მოსახლეობამ ხომ არ დავგეგმოთ შეკრება-მსვლელობა , ეს საქაჯეთი რომ გავაბრძანოთ იქედან თავის კარვებიან -კასრებიანად, გზა რომ გაიხსნას? რა უფლებით აქვთ გადაკეტილი ? ამოვიდნენ ყელში რა, მართლა და მართლა!


და ეს არ იქნება პროპორციული-არაპროპორციული არჩევნების კონტრ-აქცია! ეს იქნება პროტესტი იმ უმსგავსობების წინააღმდეგ, რაც იქ ხდება", - წერს გიორგობიანი.