კატა, რომელიც სერიული დამნაშავეა

  • sputnik-georgia.com
  • 16 ნოემბერი 22:23

"სერიული დამნაშავე“ Friends For Life Animal Rescue და Adoption Organisation-ის თანამშრომლებმა დაიჭირეს. ის საერთო ოთახიდან გაქცევაში დღეში რამდენიმე კატას ეხმარებოდა.


კატას სახელად Quilty-ს მარტო ყოფნა მიუსაჯეს, რადგან ის სხვა კატებს თავშესაფრებიდან გაქცევაში მუდმივად ეხმარებოდა. პრობლემის მოგვარება მრავალმა გაფრთხილებამაც ვერ შეძლო.

მის "კრიმინალურ წარსულში“ სხვა ისტორიაც არის. ჰიუსტონში მდებარე თავშესაფარში აღმოაჩინეს, რომ კატამ მის მეზობელ ძაღლს თავის ძველ სახლში გაქცევაში შეუწყო ხელი. 

მას შემდეგ, რაც ონლაინ-კამპანია #FreeQuilty დაიწყო, თავშესაფარში განაცხადეს, რომ მისი განხილვა პირობით ვადაზე ადრე დასრულდა, რადგან მან საკუთარი თავის გათავისუფლებაც უკვე არაერთხელ სცადა. ამჟამად თავშესაფარში მისი ახალი პატრონის გამოჩენას ელოდებიან.

 


წყარო: sputnik-georgia.com