კრისტიან ბეილიმ ახალი როლისთვის 30 კილოგრამი დაიკლო -ფოტო

  • tormeti.com
  • 16 ნოემბერი 21:49

მსახიობმა კრისტიან ბეილმა გამოცემა Variety-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ფილმისთვის Ford v Ferrari მან 30 კილოგრამი დაიკლო.

გადაღებებზე ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ბეილის წონა იყო, რადგან ის Ford v Ferrari-ში გამოყენებულ სპორტულ მანქანებში ვერ ეტეოდა. შეგახსენებთ, რომ მანამდე, მსახიობმა სურათისთვის Vice წონაში მოიმატა.


ზოგადად, კრისტიან ბეილი ცნობილია იმით, რომ როლებისთვის ხშირად უწევს წონაში მომატება და დაკლება. ეს, როგორც ჩანს, არც მისი პირველი ფილმია და არც უკანასკნელი, რომლისთვისაც ბევრი კილოგრამი დაიკლო, ან მოიმატა.


 


 

სრული ვერსიის ნახვა tormeti.com