ცხინვალში დაკავებული ექიმის სოლიდარობის ნიშნად FB-ზე ფოტოს ჩარჩო გააკეთეს

  • netgazeti.ge
  • 16 ნოემბერი 20:25

მოქალაქეები ფეისბუკის პროფილის ფოტოზე, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სოლიდარობის ნიშნად, სპეიცალურად შექმნილ ჩარჩოს აყენებენ წარწერით Freedom for doctor Vaja (თავისუფლება ვაჟა ექიმს).

საქართველოში ცნობილი ექიმი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში დაახლოებით ერთი კვირის წინ გაიტაცეს და ამ დრომდე არ გაუთავისუფლებიათ.


დღეს, 16 ნოემბერს, დაპატიმრებული ექიმის დაუყუნებლივი გათავისუფლებისკენ მოწოდება გაავრცელა აშშ-ის საელჩომ.


რუსი სამხედროების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტია.

სრული ვერსიის ნახვა netgazeti.ge