ზოდიაქოს რომელი ნიშნები უპირისპირდებიან ერთმანეთს

  • sputnik-georgia.com
  • 15 ნოემბერი 10:06

ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ ზოგჯერ უბრალოდ შეუძლებელია, რომ ზოგიერთები რაიმე გზას ერთად დაადგნენ.
 

 

რა თქმა უნდა, იდეალური არავინაა. ადამიანებს შორის მტრობა და ანტიპათია დროდადრო ჩნდება ხოლმე. ამაში გარკვეული და შეიძლება ითქვას, ლომის წილი ზოდიაქოს ნიშნებს შორის არსებული განსხვავებაა.

მაშ ასე, რომელ ნიშანთან აქვთ განსაკუთრებული ანტიპთიური დამოკიდებულება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლებს და რა და რატომ აღიზიანებს მათ – გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს.
ვერძები ვერ იტანენ ზანტ ადამიანებს და მათ, ვინც გრძნობებით ხელმძღვანელობს. ვერძებსა დ თევზებს არ შეიძლება, ერთმანეთის მიმართ დიდი სიმპათია ჰქონდეთ. ამ წყვილს მხოლოდ უწყინარი თანაარსებობის იმედი შეიძლება ჰქონდეს, თან ისე, რომ ხშირად ვერ ხედავდნენ ერთმანეთს.


კუროს, ვინმე რომ შესძულდეს, საფუძვლიანი მიზეზი უნდა ჰქონდეს. ერთ-ერთი ასეთი მიზეზია სრული გულგრილობა. ეს ადამიანები ვერ იტანენ, როცა მათ ყურადღებას არ აქცევენ. ზოდიაქოს 12 ნიშნიდან კუროებს ეს ყველაზე მეტად ვერძებისა და ტყუპებისგან სწყინთ. ამ ნიშნებთან კუროები ერთ გზაზე ვერ ივლიან.


ტყუპებს სიძულვილი არ შეუძლიათ, მაგრამ მათ ადვილად შეუძლიათ უარი თქვან მათთვის უინტერესო ადამიანების კომპანიაში ყოფნაზე. ასეთი კი მათთვის თხის რქის წარმომადგენლები არიან, რომლებიც მუდამ ფრთხილობენ და ექსპერიმენტებს გაურბიან. ამ ადამიანებს ერთმანეთთან საერთო თითქმის არაფერი აქვთ.


კირჩხიბებს, ერთი შეხედვით, მიზეზი არა აქვთ, რომ ვინმე სძულდეთ, მაგრამ მათ ძალიან უჭირთ თავის თავში შეყვარებულ ადამიანებთან ურთიერთობა. ასეთი კი ხშირად ლომები და მორიელები არიან, ხანდახან - სასწორებიც. სწორედ მათთან შეიძლება ჰქონდეთ კირჩხიბებს მტრობა და ე. წ. მოლეკულარული აუტანლობა.


ლომები ხშირად მტრობენ მათ, ვინც მათ რაღაცაში ჯობნის. თუ ლომს პატიოსან ორთაბრძოლაში მოუგებთ, რისკის წინაშე დგახართ - შესაძლოა, მან მტრად აღგიქვათ. პრინციპში, ეს ის ნიშანია, რომელიც, მიუხედავად თავისი ეგოიზმისა და ძალუფლებისკენ სწრაფვისა, ძალიან იშვიათად ემტერება ვინმეს, რადგან მალე იღლება, მაგრამ მორიელსა და თხის რქას შეუძლია ლომის დამარცხება და მაშინ მტრობა თითქმის გარდაუვალია.
 
 ქალწული, ზოდიაქოს ნიშნისგან დამოუკიდებლად, ვერ იტანს ეგოისტ, პირფერ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ თავის მოკატუნება და სიტყვის ბოლომდე არ თქმა. უფრო მარტივია ვთქვათ, ვისთან არა აქვს ქალწულს არანაირი პრობლემა, ვიდრე - ვისთან აქვს. ყველაზე მეტად საერთო ენის გამონახვა მას უჭირს სასწორთან, მშვილდოსანთა და თევზებთან.


სასწორისთვის ყველა სასიამოვნოა, მაგრამ ის მტრობს მას, ვინც უპასუხისმგებლობისა და ქარაფშუტობის გამო კიცხავს. ეს, პირველ რიგში, ქალწული და კირჩხიბია. სასწორს შეუძლია მოქნილობისა და მოთმინების გამოჩენა, ამიტომ ამ ორ ნიშანს მაღალ მოთხოვნებს, როგორც წესი, პატიობენ.


თავად რთულ მორიელს საოცრად უჭირს სასწორთან ურთიერთობა. ის თავისი ნატურით მესაკუთრეა, რაც ცუდად აისახება როგორც მეგობრობაზე, ისე სიყვარულზე. ადრე თუ გვიან ამ ორი ნიშნის პოლარული განსხვავება მტრობას იწვევს.


მშვილდოსანს აღიზიანებს მორიელი თავისი განდიდების მანიითა და უცნაურობებით. ასევე უჭირს მას თევზების ენერგიის გაგება, რომელიც, მშვილდოსნის აზრით, მუდამ განიცდის თავისი საყვარელი ადამიანების გამო. დიახ, ეგოიზმი ყველას ახასიათებს, მაგრამ მშვილდოსან თევზების ეგოიზმი ყველაზე მეტად აღიზიანებს.


ვისიც საერთოდ არ ესმის თხის რქას, ეს ტყუპია. ის სიმჩატე, რომლითაც ტყუპის ნიშნის წარმომადგენლები ცხოვრობენ, საერთოდ წარმოუდგენელია თხის რქისთვის. თუ ეს ადამიანები ერთ გუნდში მუშაობენ, მათი ცხოვრებისეული ფილოსოფიის განსხვავებულობის გამო, დიდი ალბათობით, ისინი მტრები იქნებიან.


მერწყულებს ბევრთან უჭირთ ურთიერთობა, მაგრამ ამას არავის აჩვენებენ. მტერი მათ თითქმის არასდროს ჰყავთ. თავიანთ პრობლემებში ისინი საკუთარ თავს ადანაშაულებენ, ხოლო სხვა შემთხვევებში პრობლემების გადაჭრის გზებს პოულობენ. მერწყულს ვერ შეეგუებით, თუ თავად ხართ უაზროდ მტრულად განწყობილი ადამიანი.


 


 

სრული ვერსიის ნახვა sputnik-georgia.com