გავრილოვი საქართველოს პარლამენტისგან ბოდიშს ითხოვს

  • fortuna.ge
  • 15 ნოემბერი 00:03

"საქართველოს პარლამენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრების წინაშე თბილისში მიმდინარე წლის ზაფხულში ასამბლეის ჩაშლის გამო და წარმოადგინოს ანგარიში იმ ზომებთან დაკავშირებით, რომელიც ინციდენტს მოჰყვა", - ამის შესახებ ათენში, ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა ასამბლეის სამდივნოს სხდომაზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას გავრილოვმა განაცხადა, რომ აუცილებელია ზომების მიღება, რათა არ მოხდეს პოლიტიკური ზეწოლის დაშვება იმ დეპუტატებზე, რომლებიც მართლმადიდებლობის საპარლამენტაშორისო ასამბლეაში მონაწილეობენ.


მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის კომისიის მომხსენებლების სხდომა ათენში 14-15 ნოემბერს იმართება.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge