აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს

  • 14 ნოემბერი 22:48

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის მონაწილეებმა კარვები გაშალეს.

მოქალაქეებმა, რომლებიც დეპუტატების მიერ არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ აქციას ამ ფორმით განაგრძობენ.


დედაქალაქის მთავარ გამზირზე, პოლიტიკოსები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები არიან შეკრებილები. მათი განცხადებით პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ პარლამენტი, არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ კანონს არ მიიღებს.


პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლაზე უმრავლესობის პროექტი ჩააგდო.