ორსული ქალი გააუპატიურეს, დაანაწევრეს და დაწვეს

  • newpost.ge
  • 14 ნოემბერი 18:13

 ორსული ქალი გააუპატიურეს, დაანაწევრეს და დაწვეს - ეს საზარელი ფაქტი რუსეთში მოხდა.

პოლიციამ ნიჟნი ნოვგოროდის ორი მაცხოვრებელი დააკავა ორსული ქალის გაუპატიურებისა და მკვლელობის ფაქტზე. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდასხმის შემდეგ ბოროტმოქმედებმა მსხვერპლი ქალის საცხოვრებელს ცეცხლი წაუკიდეს. ინფორმაციას "RAMBLER-ი" ავრცელებს.


გამომძიებელთა განცხადებით, თავდასხმა მოხდა 2 ნოემბერს- მთვრალი ეჭვმიტანილები იმყოფებოდნენ ორსული ქალის სახლში. მას შემდეგ რაც მათ ერთმანეთში საყოფაცხოვრებო ნიადაგზე კამათი მოუვიდათ, მკვლელებმა ქალს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს მუცლის, მკერდის, კისრის არეში და ამის შემდეგ იგი გააუპატიურეს. მკვლელობის შემდეგ მამაკაცებმა სამკაულობა გაიტაცეს და მომხდარის კვალის დაფარვის მიზნით ცეცხლი წაუკიდეს ბინას.


მას შემდეგ რაც საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები მოვიდნენ ადგილზე, აღმოაჩინეს დამწვარი ქალის სხეული შემთხვევის ადგილზე.

სრული ვერსიის ნახვა newpost.ge