"ჩოხის კალთის დამცველების ხმა ხომ არ ისმის სადმე?"

  • 14 ნოემბერი 18:01

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ოკუპანტების მიერ ცნობილი ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობაშში ყოფნას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ჩოხის კალთის დამცველების ხმა ხომ არ ისმის სადმე?


სანამ ყირაზე გადადიან და მთელი პოლიცია მოცდენილი ჰყავთ თავიანთი ხუშტურებით, ეს ადამიანი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა უხმოდ და როგორც ჩანს, მისი გატაცების ამბავიც უხმაუროდ უნდოდათ ჩავლილიყო. სად არიან კარიკატურული გმირები? გვაჩვენონ ნამდვილ ქართველთა ვაჟკაცობა. პირადი მაგალითი გადამდებია და გეობა გადაგვედებაო... ხოდა იქნებ პირადი მაგალითით გვაქციონ გმირებად."