"რა წესიც არის - იმ წესით უნდა გაიხენ და გაა**ან!"

  • 14 ნოემბერი 17:41

პოლიტიკური მოძრაობა "გირჩის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებას ეხმაურება.

ჯაფარიძის განცხადებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა.


"ჯერჯერობით რასაც ვფიქრობ, ერთადერთი ლოგიკური მოთხოვნა - ვადამდელი არჩევნებია! პროპორციულზე გადასვლის შანსი აღარაა - არ დაეჯერება არაფერს, რაც არ უნდა თქვან, ყველაფერი მუხტის დასაგდებად იქნება.


რა წესიც არის - იმ წესით უნდა გაიხენ და გაა**ან! ან ვაჩვენებთ, რომ გვაქვს ამის ტრა*ი, ან ვუდასტურებთ, რომ ყლ**ბი ვართ!" - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.