ნანკა კალატოზიშვილი:მაპატიეთ რომ არ მინდა ამ ქვეყნიდან წასვლა

  • 14 ნოემბერი 17:37

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდა.

"მათივე ენაზე გვიწევს ლაპარაკი, ერთადერთი რამ იყო რაც დაგპირდნენ, მაშინ ჟურნალისტებს ადანაშაულებდნენ თითქოს ისინი ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ როდესაც ისინი ამბობდნენ პრემიერად დაგვისვავენ გახარიასო, ეგრეც მოხდა, მაპატიეთ რომ არ მინდა ამ ქვეყნიდან წასვლა მე მინდა აქ ცხოვრება და ძალიან მიყვარს, რაც მეტს ვმოგზაურობ უფრო და უფრო ვხვდები რომ ჩემი ქვეყანა მიყვარდება, რა მაგარი ქვეყანა გვაქვს და როგორ არ გაუმართლა, მე ბოლომდე ვეცდები რომ ჩემმა შვილმა არ გამოიარეს ის რაც ჩვენმა თაობამ გამოიარა", - ნანკა კალატოზიშვილი.


101 მომხრე, 3 წინააღმდეგი - პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩავარდა.