"ხმა არ ამოიღო, თორემ ადგილზე მოგკლავო" - ნათესავმა ბიჭმა 12 წლის გოგონა გააუპატიურა

  • 14 ნოემბერი 16:53

შიდა ქართლში საზარელი შემთხვევა მოხვდა. 12 წლის გოგონა მისმა ნათესავმა და კარის მეზობელმა გააუპატიურა. ბიჭი მას თავს დაესხა და იარაღის მუქარით რამდენჯერმე გააუპატიურა.

"ხმა არ ამოიღოო, თორე ადგილზე მოგკლავო, პირზე ხელი ამაფარა და ოთახში წამიყვანა, შემდეგ ტყეში წამიყვანა, როდესაც ვყვიროდი, ჩემი ხმა არავის არ ესმოდა", - ამბობს გოგონა „მთავართან“ ინტერვიუში. 


გოგონა 2 თვე დუმდა, რადგან მას ბიჭი მოკვლით ემუქრებოდა, მან მხოლოდ მაშინ თქვა სიმართლე, როდესაც დამნაშავე ქურდობის ფაქტრზე დაიჭირეს. 


როგორც ოჯახი ამბობს, ეს ფაქტი 4 წლის წინ მოხდა და დაზარალებულები ამ დრომდე ითხოვენ ბიჭის დასჯას.


ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გოგონა მართლაც გააუპატიურეს, თუმცა ბიჭის კვალი, რომ ნამდვილად მან გააუპატიურა, ვერ დაადგინეს.