ირაკლი ოქრუაშვილი აქციაზე მივიდა

  • 20 ივნისი 20:28

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა.

აქცია რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ხნის წინ დაიწყო. აქციაზე ასევე იმყოფებიან „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა, „რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრი ლევან ბერძენიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნიკა მელია და სალომე სამადაშვილი, „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია, ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ლიდერი გიგი წერეთელი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ოპოზიციური პარტიების სხვა წარმომადგენლები.


2019 წლის 20 ივნისიდან 1 წლის შემდეგ პარლამენტთან აქცია „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“ მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტებსა და მოქალაქეებს პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.