აქციის მონაწილე ცუდად გახდა - ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა იმყოფება

  • 20 ივნისი 19:40

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთ მონაწილე ცუდად გახდა, ჩვენი ჟურნალისტის ინფორმაციით მონაწილე შეუძლოდ სიცხისგან გახდა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა იმყოფება.


საქართველოს პარლამენტთან აქცია „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ" მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს აპროტესტებენ. საზოგადოებრივი პროტეტსი პანდემიის პირობებში ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელი ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით მიმდინარეობს. მოქალაქეები ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსთან პირბადებით არიან მისულები და ერთმანეთთან დისტანცირებით დგანან.