ბოდიში უნდა მოგვიხადოს სამი რამის გამო – მაკო გომური გავრილოვს პასუხობს

  • ptn.ge
  • 20 ივნისი 18:46

20 ივნისის ღამეს დაშავებული მაკო გომური სერგეი გავრილოვის განცხაედებას ეხმაურება, სადაც იგი ამბობს, რომ ქართველებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. 

„არა მარტო დღეს, ყოველი ჩემი გასვლა რუსთაველზე და პარლამენტთან არის ძალიან მძიმე, რადგან ყოველწამს მახსენდება ის დღე და რა მოხდა იმ ღამეს. როცა გავივლი ხოლმე პარლამენტის წინ მგონია, რომ იგივე საფრთხე მემუქრება, რაც დამემუქრა 20 ივნისის ღამეს.

ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მოგვიხადოს ბოდიში, იმ ქმედების გამო რაც ჩაიდინა 20 ივნისს. პირველ რიგში, რომ მოიპატიჟეს, შემდეგ, რომ მოვიდა და შემდეგ, რომ დაიკავა თავმჯდომარის ადგილი.


დარწმუნებული ვარ, რომ ვერცერთი მოქალაქისგან, ვინც იდგნენ პარლამენტის წინ მათგან ბოდიშს ვერ მიიღებს“, – ამბობს მაკო გომური.


ასევე დაგაინტერესებთ:


სერგეი გავრილოვი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სრული ვერსიის ნახვა ptn.ge