,,20 ივნისის ღამეს სროლის საჭიროება არ არსებობდა” – სპეცრაზმელის სკანდალური აღიარება

  • alia.ge
  • 20 ივნისი 18:18

ცნობილი ხდება ყოფილი სპეცრაზმელის, გიორგი ესიაშვილის, ჩვენების სკანდალური შინაარსი, რომელიც სასამართლომ 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

სპეცრაზმელი აღიარებს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების მისამართით გაისროლა და აცხადებს, რომ ეს მისი მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება იყო. ეს აღიარება თავდაყირა აყენებს ხელისუფლების ვერსიას იმის შესახებ, რომ მომიტინგეები პარლამენტის შტურმით აღებას გეგმავდნენ და სპეცრაზმმა აგრესია მოიგერია. სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნული ჩვენება გახდა სპეცრაზმელის გირაოთი გათავისუფლების საფუძველი და სავარაუდოა, რომ ანალოგიური მიზეზით გაათავისუფლეს ციხიდან კიდევ 2 სპეცრაზმელი.

გიორგი ესიაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის მქვეშ მყოფი აღიარებს ბრალდებას.

„თავს დამნაშავედ სნობს იმ ეპიზოდში, რომ მან მოახდინა გასროლა და მიაყენა დაზიანებები გარკვეულ პიროვნებებს თუმცა თვლის, რომ არ უნდა მიეყენებინა, რადგან არ არსებობდა შესაბამისი გარემოება, რომ გამოყენებული ყოფილიყო იარაღი“

მიუხედავად იმისა, რომ ეს აღიარება სასამართლოს სპეცრაზმელმა 2019 წლის ოქტომბრის ბოლოს მისცა – მას მერე არაფერი შეცვლილა – დამნაშავე არ დასჯილა და ამჟამინდელ პრემიერს, რომელსაც მაშინ შს მინისტრის პოსტი ეკავა და 20 ივნისის საქმის გამოძიებას დაგვპირდა – ახლა, უცებ, დეტალები აღარ ახსოვს, დაავიწყდა, წაეშალა მეხსიერებიდან…

სპეცრაზმელები, რომლებმაც აღიარეს რომ სროლის საჭიროება არ იყო, ციხიდან იმაზე ადრე გამოუშვეს, ვიდრე მოქალაქეები…

მოქალაქეებსაც გირაო შეუფარდეს და სპეცრაზმელებსაც…

მიუხედავად იმისა, რომ სპეცრაზმელმა დაადასტურა, რომ საჭიროება არ არსებობდა, მაგრამ უბრალოდ ესროლა…

სრული ვერსიის ნახვა alia.ge