რეკომენდაციები, რომლებიც დღევანდელ აქციაზე უნდა დაიცვათ

  • 20 ივნისი 12:51

დღეს მოძრაობა ,,სირცხვილია" პარლამენტთან 19:00 საათზე  ქციას მართავს.

ისინი ავრცელებნ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც აქციაზე მისულმა საზოგადოებამ უნდა დაიცვას.

,,დღევანდელ აქციაზე, გთხოვთ, გავითვალისწინოთ რეკომენდაციები: 


1. მოდით აქციაზე 20 ივნისს 19:00 საათზე.


2. გაიკეთეთ პირბადე (სასურველია სათვალეც).


3. დაიცავით დისტანცია სპეციალურ სტიკერებზე დგომით.


4. ვიყვიროთ მხოლოდ აუცილებელ დროს და არც ამ დროს მოვიხსნათ პირბადე. 


5. აქციის შემდეგ - დაიცავით ჯანმოს რეკომენდაციები, თუ თვითიზოლაციის საშუალება არ გაქვთ, ატარეთ პირბადე ორი კვირის განმავლობაში. 


გისურვებთ ჯანმრთელობას და საქართველოს დეოკუპაციას"- წერენ სოციალურ ქსელში.