2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით არ ჩატარდება

  • 14 ნოემბერი 13:23

101 მომხრე, 3 წინააღმდეგი - პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩავარდა.

პროექტის თანახმად, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო და გაუქმებულიყო საარჩევნო ბლოკები, შესაბამისად, 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით არ ჩატარდება.


იმისთვის, რომ ცვლილებები დამტკიცებულიყო 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.


დეპუტატებმა სხდომაზე რეგისტრაცია სამჯერ გაიარეს. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა.