"ფაქტობრივად, მკვდარი გადავიყვანეთ თურქეთში" - დედის თქმით, შვილი ექიმმა მოუკლა (ვიდეო)

  • 14 ნოემბერი 00:03

გადაცემაში "სხვა ნანუკა" მანანა ენუქიძე თავის ტრაგედიულ ისტორიას ყვება. მისი თქმით, შვილი ექიმმა მოუკლა. 

დიდი ტკივილია როდესაც შვილს არასწორ დიაგნოზს უსვამენ.

"ჩემი შვილი, ბუკა ქიმიოთერაპიისგან დაზარალებული ფაქტობრივად, მკვდარი გადავიყვანეთ თურქეთში და  თურქეთმა დაგვისვა დიაგნოზი, რომ მას იმუნო დეფიციტი ჰქონდა. ესაა იმუნონეტის დეფიციტი, ასმათ შენგელაიამ იაშვილის კლინიკის პროფესორმა კი 2 დღეში დასვა დიაგნოზი რომ ჩემს შვილს ჰქონდა ლეიკემია და უნდა გაეკეთებინათ ქიმიოთერაპია,"- განაცხადა გარდაცვლილის დედამ.

ენუქიძის თქმით, თავიდან შვილი მიიყვანა "მედ კაპიტალში“ სადაც ნაჩვენებია რომ არაფერი არ სჭირდა. თუმცა შემდეგ ბუკას ფეხები ასტკივდა და იაშვილში წაიყვანა ხელახალი ანალიზების გასაკეთებლად და გადასამოწმებლად.