მსოფლიოში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი დაიტბორა (ვიდეო)

  • imedinews.ge
  • 12 ნოემბერი 22:55

დუბაიში მდებარე მსოფლიოში უდიდესი სავაჭრო და გასართობი ცენტრი Dubai Mall-ი ხანგრძლივი წვიმის გამო დაიტბორა. სავაჭრო ცენტრში გადაღებულ ვიდეოს გამოცემა Mirror-ი ავრცელებს.

კადრებზე ჩანს, რომ ჭერიდან წყლის ძლიერი ნაკადი ჩამოდის. გამოცემის ცნობით, დატბორვის გამო სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი გასასვლელი დაიბლოკა.


 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge